ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატრიარქმა თავი იგრძნოს დაცულად – წულუკიანი

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმა ეკლესიაზე.

„ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო ის, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ. მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმა და თავდასხმების სერია  ეკლესიაზე და გუშინ ამან მიაღწია პიკს. მოხდა ასეთი ღია და აგრესიული თავდასხმა საქართველოს პატრიარქზე. ჩვენი პოზიცია არის ძალიან პრინციპული და  მყარი. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ  პატრიარქმა თავი იგრძნოს დაცულად  და შეძლოს, მიუხედავად მისი ასაკისა, გააგრძელოს დიდხანს ეკლესიის მართვა, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ეს ის ძალებია, რომლებიც ებრძვიან ყველაფერს, რაზეც დგას ქვეყანა.