ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ იგეგმება მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ ასევე მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას, იგეგმება მაისის ბოლოდან ივნილსი-ივლისი-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარკსვლავების ჩამოყვნა თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ, და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.