ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მე-6 ენერგობლოკი გაითიშა - უკრაინული მედია

პუბლიკა

11 სექტემბერს, გამთენიისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-6 ენერგობლოკი გაითიშა ელექტრო ქსელიდან. სადგურში მუშაობენ იმისთვის, რომ ის გააგრილონ და ცივ მდგომარეობაში გადაიყვანონ. ინფორმაციას სააგენტო Unian  უკრაინულ კომპანია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო სამი დღეა მხოლოდ მე-6 ენერგობლოკი ამარაგებდა სადგურის საჭიროებებს კრიტიკულად დაბალ სიმძლავრეზე, რადგან რუსული მხარის დაბომბვების გამო დაზიანდა ყველა საკომუნიკაციო ხაზი ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ენერგოსისტემას შორის.

ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ სადგური იკვებება დიზელის გენერატორებიდან. ამიტომ აუცილებელია დიზელის საწვავის სადგურისთვის დამატებითი პარტიების მიწოდება.

 

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile