ზელენსკი ღამით მომხდარ თავდასხმებზე: ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს და დაწერა, რომ ყველაფერი, რაც პუტინს ომის დაფინანსებაში ეხმარება, უნდა ჩამოიშალოს.

„წუხელ რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიას ცენტრს ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. მას შემდეგ რაც ჩვენი სასწრაფო დახმარების სამსახურები ადგილზე მივიდნენ, მათ მორიგი დარტყმა განახორციელეს, განზრახ სამიზნეში მაშველები ამოიღეს. ეს არის საზიზღარი და არაადამიანური დაშინების ტაქტიკა, რომელსაც ხშირად იყენებენ რუსები.

ტრაგიკულად, ამ დროისთვის დადასტურებულია 11 გარდაცვლილი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. დაზიანდა რვა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული ობიექტი და სახანძრო მანქანა. […] ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა“.

მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სიცოცხლის დასაცავად, საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად მაქსიმუმის გაკეთება გაგრძელდეს.

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა უკრაინაში ღამით რუსული დარტყმების შედეგად. დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ხარკოვში დრონით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.