ზელენსკიმ დაასახელა უკრაინელი ოფიციალური პირები, რომლებიც საუდის არაბეთში მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა უკრაინელი ოფიციალური პირები, რომლებიც მომავალ კვირას, საუდის არაბეთში ამერიკელ პარტნიორებთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ.

ზელენსკის თქმით, დელეგაციაში იქნებიან:

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – ანდრეი ერმაკი
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიჰა
  • თავდაცვის მინისტრი- რუსტემ უმეროვი
  • პოლკოვნიკი – პავლო პალისა

„ჩვენი მხრიდან, ჩვენ სრულად ვართ ერთგული კონსტრუქციული დიალოგისა და ვიმედოვნებთ, რომ განვიხილავთ და შევთანხმდებით აუცილებელ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე“, – დასძინა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ მომავალ კვირას ეწვევა საუდის არაბეთს, ორშაბათს ის შეხვდება პრინცს, შემდეგ კი, უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები სამშაბათს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამართავენ მოლაპარაკებებს.

ეს მოჰყვა აშშ-სა და რუს ოფიციალურ პირებს შორის გასულ თვეში საუდის არაბეთში მოლაპარაკებებს, რომლებსაც ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვლადიმერ პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი. აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა როგორც უკრაინის, ისე ევროპის ლიდერების მხრიდან. უკრაინის პოზიციაა, რომ უკრაინის საკითხზე უკრაინის თემაზე მოლაპარაკებები არ უნდა ჩატარდეს.

ეს ასევე პირველი მოლაპარაკება იქნება ამერიკა-უკრაინას შორის მას შემდეგ, რაც ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს.