ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით - „ლელოს“ ინიციატივა

პუბლიკა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მოიწვიონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი. ამის შესახებ სხდომაზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„მინდა, რომ წინადადება გავაჟღერო, მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს, ჩვენი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით, ისევე როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი სიტყვით.

ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო“, – განაცხადა სამადაშვილმა.