ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე პირის, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა.
ამის შესახებ მედია ინფორმაციას შესაბამის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა მსგავსი სანქციების დაწესების საკითხი ევროპელ პარტნიორებთან და შეერთებულ შტატებთანაც განიხილოს.
არესტოვიჩმა თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
თანამდებობის დატოვების შემდეგ არესტოვიჩმა უკრაინა დატოვა და ზელენსკის პოლიტიკის აქტიური კრიტიკა დაიწყო.
უკრაინამ არესტოვიჩის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ერთი ბრალდებით იმ განცხადების შესახებ, რომელიც ქალების მიმართ ძალადობას ხელს უწყობდა, ხოლო მეორე – ცრუ ჩვენების ბრალდებით, რუსული ენის გამო „რადას“ დეპუტატთან კონფლიქტის შემდეგ.