ზელენსკიმ უკრაინაში მებრძოლი ქართველები დააჯილდოვა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინაში მებრძოლების ნაწილი დააჯილდოვა.

პრეზიდენტის 278-ე ბრძანებულებით, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და თავდაუზოგავი ქმედებებისთვის, დაჯილდოვდნენ ქართველი მეომრებიც.

ზელენსკის მიერ დაჯილდოებულ სამხედროებს შორის არიან ქართველი მეომრებიც: ცოლ-ქმარი გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი, ასევე ანდრია ღარიბაშვილი და რუსლან გოგუა.