ზელენსკიმ უკრაინის კანონმდებლობის დესაბჭოების კანონს ხელი მოაწერა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის უმაღლესი რადის მიერ მიღებულ კანონს უკრაინის კანონმდებლობის დესაბჭოების შესახებ.

ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის მოადგილე, ოლენა კონდრატიუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კონდრატიუკის მიხედვით, კანონმდებლობაში აღარ იქნება ნახსენები ტერმინები: „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება“; „ლენინური იდეები კომუნისტური საზოგადოების მშენებლობისთვის“ და ა.შ. მოხსენიებული აღარ იქნება კომუნისტური პარტიების მიერ შემუშავებული პროგრამები, კანონპროექტი ასევე აუქმებს სსრკ-ის პერიოდის 1200 აქტს.