ზილფიმიანმა, ინჯიამ და მიქაძემ ცესკოს ადგილმონაცვლეობის შესახებ განცხადებით მიმართეს

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრებმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილმონაცვლეობის შესახებ განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ„პუბლიკას“ ცესკოში განუცხადეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის პირველ სამეულს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს, 4 იანვარს შეუწყვიტა. სიის მე-4 ნომერმა, რომელსაც საპარლამენტო მანდატი აქვს, ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

დღესვე განცხადება გააკეთა პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა. მან თქვა, რომ თუ მისი პოლიტიკური გუნდის წევრი, ფრიდონ ინჯია პარლამენტში შევა, მას პარტიის დატოვება მოუწევს. ინაშვილის თქმით, დანარჩენი წევრები ბიზნესის წარმომადგენლები არიან, დამფინანსებლები, რომელთა გადაწყვეტილებაზეც მას გავლენის მოხდენა არ შეუძლია.