ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, ზოგი შეგვაქებს, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას არაფერი ემუქრება – გახარია

ია კელერმანი

„ჩემთვის ახლა ჩემი მოქალაქეები არიან უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები. ხალხი. სტიქიაა და მადლობა ღმერთს, გადავრჩით“, – ასე დაიწყო შეფასება პრემიერმა გიორგი გახარიამ კონგრესმენების წერილზე, რომელიც მათ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გაუგზავნეს.

„ზოგი კონგრეგსმენი გაგვაკრიტიკენს, ზოგი შეგვაქებს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება, ამას არ უნდა შევუმქნათ რისკი, განსაკუთრებით გამოგონილი შეკითხვებით… პოლიტიკური სპექტრი არის ძალიან სხვადასხვა, მაგალითად მე გუშინ მივიღე შესანიშნავი წერილი ერთ-ერთი კონგრესმენის ჯო ვილსონისგან, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წარმატებები. კონკრეტულ შემთხვევებში არსებობს სხვადასხვა მოტივი და მე შიდა სფეროებში არ ჩავერევი“, – აღნიშნავს გახარია.

მისივე თქმით, სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული.

გახარია აღნიშნას, რომ სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ, მთავრობა კი არა, ქვეყანა დააზიანონ, რაც სამწუხაროა.


6 ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსთვის, გაგზავნილ  წერილში ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და აღნიშნავენ, რომ ივანიშვილისა და მისი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა.