ზოგიერთი ოპოზიციონერი ამ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი საკუთარ დღის წესრიგს ხედავს - პაპუაშვილი

პუბლიკა

რეზოლუციის ტექსტში მთავარი არსი ასახულია, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა – იქნებ კიდევ იყოს შესაძლებელი, რომ დოკუმენტის ტექსტის გარშემო თანხმობის მიღწევა მოხდეს , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„ფრაქციებს შორის იყო კონსულტაცია და საბოლოო ჯამში, ტექსტი „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა. ჩემი შეფასებით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა ამ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი, რომელიც უკრაინას ეხება, უფრო მეტად ხედავს საკუთარ თავს და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინას და იმ გამოწვევას, რომელიც უკრაინას აქვს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.