ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

პუბლიკა

ზვიად კუპრავა, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.

კუპრავას თავისუფლების 9 თვის ვადით აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

„პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი. სრულად ვიზიარებ აქციების იდეას. შევეცდები ცალკეული ფრონტი გავხსნა და ვებრძოლო ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ნამდვილად რეჟიმად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით იმ 9 თვის განმავლობაში, რაც მე ციხეში გავატარე“, – განუცხადა კუპრავამ „ინტერპრესნიუსს“.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობდა.

LB loan image desktop LB loan image mobile