ყველა

ქრისტინე მუჯირი

მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს და უკვე გაასამართლეს – ჯერჯერობით, ადმინისტრაციული მუხლით. ის დამნაშავედ ცნეს „არასანქცირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“ და სახელმწიფოსთვის 30 ათასი რუბლის გადახდა დაევალა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მარცხის და დასავლეთის სანქციების პირობებში საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ  გაბედავს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას. ხალხის ნება კი სრულიად ცალსახაა: უკრაინის მხარდაჭერა და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში.

პუბლიკა

ევროკავშირი საქმითაც ამტკიცებს თავის მხარდაჭერას უკრაინისადმი. ისტორიაში პირველად, ის აფინანსებს იარაღის და სხვა აღჭურვილობის შესყიდვას და იმ  ქვეყნისთვის მიწოდებას, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.

დავით ბუხრიკიძე

გარდა ამისა, მის საკუთრებაშია შენობები და სავაჭრო ცენტრები ფლორენციასა და ვენეციაში. ამის შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა „კორიერე დელა სერა“ საკმაოდ ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.

ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“, რომელსაც 2021 წელს, ლიტერატურული პრემია „საბას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველოს“ სპეციალური ჯილდო გადაეცა, ძალზე მნიშვნელოვანი კუთხით გამოარჩიეს: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია  ქართულ ლიტერატურაში.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ინფორმირებული იყოს თუ რამდენად მოწყვლადია ქართული ბიზნესი რუსული გავლენების მიმართ. აღნიშნული აქტორები, განსაკუთრებით კავშირგაბმულობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან საქართველო ევროატლანტიკურ და ევროპულ მომავალს.

ქეთი გოგუაძე

სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საბჭოს დებულებაში ცვლილების მოსამზადებლად შეიკრიბა, უკვე ჩამოაყალიბა ის საკითხები, რომელთა მოგვარება, მათი პოზიციით, აუცილებელია საბჭოს ქმედუნარიანობისა და ეფექტურობის გასაზრდელად.

დავით ბუხრიკიძე

ფილმი მაინც ემოციურ, ღრმა და გულწრფელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ნატალია ვოროჟბიტას ამ პიესის დადგმას კი ნამდვილად ვისურვებდი ქართულ სცენებზე.

აქ და ახლა, რა არის ჩვენი და ჩვენი სამღვდელოების ვალდებულება? ეს არის არჩევანის გაკეთება, სახელმწიფოებრივ-საეკლესიო თავისუფლებასა ან რუსული იმპერიალიზმის მანიფესტის ერთგულებას შორის!

დავით ბუხრიკიძე

დიდი ხნის განმავლობაში ის კრემლთან დაახლოებული პერსონაა; „კრემლის საოპერო დესანტი დასავლეთში“ (როგორც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა დაწერა), რომელიც მეუღლესთან ერთად, არასოდეს უარყოფდა ახლო კავშირებს ვლადიმერ პუტინთან.

თორნიკე შარაშენიძე

რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომით გაჩაღებულმა პირველმა შოკმა გადაიარა. გაჩნდა იმის იმედიც რომ უკრაინელები მტერს მოიგერიებენ მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით. ამიტომ ახლა შედარებით მშვიდად შეიძლება ვისაუბროთ იმაზე თუ რა და რატომ მოხდა და რა შეიძლება გველოდეს მომავალში.

ზურა ვარდიაშვილი

დასახლებულ პუნქტში ბრძოლა არის ყველაზე საშინელი რამ, რაც ბრძოლების ისტორიაში მოუგონიათ. სრულიად გამოუცნობი სცენარია. გამაგრებულ ქალაქზე თავდასხმა არის კატასტროფა. ეს იქნება სასაკლაო, ეს იქნება კოშმარი, რასაც არ ელის რუსეთის შეიარაღებული ძალები.