16 აგვისტოს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 1336-მდე გაიზარდა – ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი კვლავ 1088 რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე;

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7597 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 249.