პროკურატურამ აფხაზეთის მთავრობის სსიპ-ის უფროსი დააკავა

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვანმა სტრუქტურამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი დააკავა.

„საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, აღნიშნული სსიპ-ის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, სსიპ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი ი. დ. დააკავა.

დაკავებულის ბრალდება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ი.დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 აგვისტოს შეეფარდა.

უწყების განცხადებას გაეცანით სრულად ბმულზე.