უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის პოსტი გააზიარა და მას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ამას ვაფასებთ. მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას, “- წერს ზელენსკი.
„საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე“, – ასე გამოეხმაურა დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ერთიანობის დღეს.
უკრაინაში ერთიანობის დღე აღინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, იმართება მსვლელობები მშვიდობისთვის.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, – წერს Tweet-ში ზურაბიშვილი.