ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის პოსტი გააზიარა და მას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ამას ვაფასებთ. მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას, “- წერს ზელენსკი.


„საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე“, – ასე გამოეხმაურა  დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ერთიანობის დღეს.

უკრაინაში ერთიანობის დღე აღინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, იმართება მსვლელობები მშვიდობისთვის.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, – წერს Tweet-ში ზურაბიშვილი.