პოლონეთის სასაზღვრო სამსახური 5 წლის უკრაინელ ბიჭზე ინფორმაციას ავრცელებს

პუბლიკა

სოციალურ ქსელში 7 მარტს ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს პოლონეთის „მედიკის” სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გასასვლელისკენ მიმავალი უკრაინელი ბიჭი, რომელიც მარტოა, ტირის და ხელში თავისი ნივთები უჭირავს.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ 5 წლის ვალერი უკრაინის ომის სიმბოლო გახდა. მსოფლიომ ნახა, როგორ გახდა იძულებული მშვიდობიანი მოსახლეობა, დატოვოს უკრაინა და იძულებით გადაადგილდნენ სხვა ქვეყნებში. ვიდეო ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ პატარა ბიჭმა საზღვრამდე გზა მარტომ გაიარა.

გუშინ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ ბიჭს, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ტირის, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი მარტოს არ გადაულახავს – ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ გაცნობებთ, რომ 5 წლის ვალერის საზღვარი მარტო არ გადმოუკვეთავს. ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. „მედიკას” სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მან ოფიცრებისგან ტკბილეული მიიღო. ის ოჯახთან ერთად პოლონეთში უსაფრთხოდ იმყოფება. შეწყდეს ყალბი ამბების გავრცელება“, – წერს პოლონეთის სასაზღვრო სამსახური Twitter-ზე.