უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, 18 მარტის მონაცემებით რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) განადგურებულია 14 200 რუსი ჯარისკაცი.
სამინისტროს განცხადებით, უკრაინის სამხედროებმა გაანადგურეს:
- 14 200 ჯარისკაცი
- 1 448 ჯავშანტრანსპორტიორი;
- 879 მანქანა;
- 450 ტანკი;
- 205 საარტილერიო სისტემა;
- 60 საწვავის ავზი;
- 72 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა;
- 112 ვერტმფრენი;
- 93 თვითმფრინავი;
- 43 საზენიტო საბრძოლო სისტემა;
- 3 გემები/ნავები.
ომში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა რთული ხდება, რადგან მოსკოვი და კიევი რადიკალურად განსხვავებულ რიცხვებს ასახელებენ.
უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებით, მონაცემები ზუსტდება და გამოთვლას ბრძოლის ინტენსივობა ართულებს.