პარტიების რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება - NDI

პუბლიკა

რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

განმარტება: შერჩევა გაიყო ორ წარმომადგენლობით ჯგუფად. პირველ შემთხვევაში რესპონდენტს პარტიების გრძელი ჩამონათვალი აჩვენეს ბარათზე და პასუხი მოინიშნა ინტერვიუერმა. მეორე ჯგუფის შემთხვევაში რესპოდენტს გადაეცა პლანშეტი პარტიების უფრო მოკლე ჩამონათვალით და რესპონდენტმა თავად მონიშნა პოლიტიკური პარტია.

ბარათით ადმინისტრირების შემთხვევაში პარტიათა რეიტინგი ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება” – 25%;
  • „ენმ” – 8%;
  • არცერთი პარტია; არ ვიცი; უარი პასუხზე –  54%;

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, უმრავლესობა – 66% წავიდოდა არჩევნებზე;

ამასთან, 56%-ის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ გამოხატავს.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC-საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.