ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭისყრა დასრულდა.
ცესკოს ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1021-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44.26 %-ია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით:
ხმების 3.32%, 33 ხმა მიიღო მამუკა ტუსკაძემ – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის”.
ხმების 96.68%, 962 ხმა მიიღო, ზაზა ყურაშვილმა – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
„კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.