საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის 15 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.
ამ დრომდე საქართველოში 13 შემთხვევა იყო დადასტურებული.