საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 33-მდე გაიზარდა - stopcov.ge

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73  ადამიანი გადის.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები საშუალო ასაკისანი არიან, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. მისივე თქმით, ამ პაციენტებს კავშირი არ აქვთ იმ ჯგუფებთან რომლებზეც აქამდე იყო საუბარი.