ალეკო ელისაშვილს, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმმა სცემა, პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან

პუბლიკა

„მოქალაქეების“ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა სცემა, პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარეობს.

ადვოკატის ცნობით, სამართალდარღვევის ოქმი 9 ივლისსაა შედგენილი.

„აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მოქმედი წევრის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანან ძალადობაში მონაწილენი“, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციული კოდექსის ამავე მუხლებს ედავებიან სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემ დავით ქაცარავას. მისი სამართალდარღვევის ოქმი 2 ივლისს შეადგინეს, 5 ივლისს კი პროცესი გაიმართა.