თეთრი სახლი: ჯო ბაიდენს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს 

პუბლიკა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს. 

თეთრი სახლი აცხადებს, რომ 81 წლის პრეზიდენტი აცრილია, ასევე, გაკეთებული აქვს ვაქცინის დამატებითი – ბუსტერ დოზა. 

ის იზოლაციას სახლში გადის, ხოლო საარჩევნო კამპანიას იზოლაციის ვადის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.