ვიდეო | გახარიას პარტიის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაეხსნენ

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის” წევრს, სიის მე-12 ნომერს ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაეხსნენ, – ამის შესახებ ვიდეოკადრები „პუბლიკას” მომხმარებელმა მიაწოდა. შემთხვევა „ტექნიკური უნივერსიტეტის” მეტროსადგურში მოხდა

როგორც გამოცემას პარტიის პრესსამსახურშიც განუცხადეს, ამჟამად გოგჩაიშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მომხდარს გამოეხმაურა პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია.

„რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა „ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი.

თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე რეჟიმს, „ნაცური” მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!”, – წერს გახარია.