თეთრ სახლში ტრამპისა და ბაიდენის შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ.

როგორც ცნობილია, საუბრის მთავარი თემა ხელისუფლების გადაბარების პროცესი იყო.

„მოველი, გვქონდეს, მშვიდი გადაბარება. გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ უზრუნველყოფილი იყო, რაც გჭირდება იმით. ასე რომ, კეთილი იყოს შენი მობრძანება, შენი დაბრუნება”, – განუცხადა ბაიდენმა ტრამპს.

თავის მხრივ, ტრამპმა ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა. პოლიტიკა რთულია და ხშირ შემთხვევაში, არც თუ ისე ლამაზია სამყარო, თუმცა დღეს სამყარო მშვენიერია და მე ამას ძალიან ვაფასებ, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება ისეთი მშვიდი/მარტივი როგორც ეს შესაძლებელია, მე ამას ვაფასებ ჯო,“ – თქვა დონალდ ტრამპმა.

 

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, რომელმაც ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი მზად არის ხელისუფლების გადაბარების პროცესში ჩაერთონ.

ეს დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის პირველი პირისპირ შეხვედრაა ივნისში გამართული საპრეზიდენტო ტელედებატების შემდეგ.

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი დაამარცხა. საარჩევნო კოლეგიაში ტრამპმა 312 ხმა, კამალა ჰარისმა კი 226 ხმა მოიპოვა. კანდიდატს გამარჯვებისთვის 270 ხმა სჭირდებოდა.

ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.