სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან — საუბრის თემა სამშვიდობო შეთანხმებაა.
შეხვედრა 3 საათზე მეტი ხანია, გრძელდება.
სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე 2025 წლის 13 მარტს შეთანხმდნენ. თუმცა, ხელი ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ მოუწერია.
დოკუმენტის სახელწოდებაა „შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“.
8 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა: „იმედია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული“.