სომხეთის მთავრობამ საქართველოსთან რეადმისიის ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

სომხეთის მთავრობამ საქართველოსთან რეადმისიის ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

სომხური მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე დღეს, 14 ნოემბერს მიიღეს. საქართველოსა და სომხეთს შორის შეთანხმებას ხელი ივლისში მოეწერა.

მედია იუწყება, რომ რეადმისიის საერთაშორისო ხელმოწერა მიზანშეწონილია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით, რადგან ასეთი შეთანხმებები ამ პრობლემის მოგვარების ეფექტურ ინსტრუმენტად მიიჩნევა.

„ამ შეთანხმების რატიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი და საქართველო მეზობლები არიან და ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა საშუალებას შექმნის, ორივე ქვეყანაში ერთობლივი და კოორდინირებული ღონისძიებები შესრულდეს არალეგალურად მცხოვრები პირების, მათ შორის, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირებისა და დაბრუნების მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.