თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 10 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
ბრალდებულების ნაწილს ერთი მუხლით ჰქონდათ ბრალი წარდგენილი, ნაწილს კი – ორი ან სამი მუხლით.
ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ბრალად წარდგენილ მუხლებში და თითოეულზე სხვადასხვა სასჯელი განესაზღვრათ, თუმცა კანონის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
უფრო კონკრეტულად:
ოპერის მომღერალს პაატა ბურჭულაძეს ჯამში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა:
• განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
• ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი;
• მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – 2 წელი.
პაატა ბურჭულაძის მსგავსად, 7 წელი მიესაჯა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მურთაზ ზოდელავას:
• განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
• ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი;
• მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – 2 წელი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს – ჯამში 7 წელი მიესაჯა:
• განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
• ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი;
• მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – 2 წელი;
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს – 7 წელი მიესაჯა; ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით.
ლაშა ბერიძეს – ჯამში 7 წელი მიესაჯა;
• განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი.
• ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი.
აქციის მონაწილეს, ნიკა გვენცაძეს – ჯამში 5 წელი მიესაჯა:
• განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
• ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 5 წელი.
ირაკლი ჩხვირკიას – 5 წელი მიესაჯა:
• განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
• ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 5 წელი.
გური ჟვანიას – 5 წელი მიესაჯა. მას ბრალად ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდა.
თორნიკე მჭედლიშვილს – 5 წელი მიესაჯა;
• განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
• ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 5 წელი.
გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს კი დაუსწრებლად მიესაჯა 2 წელი; მას ბრალად მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ ედებოდა.