თბილისის წიგნის ფესტივალი დღეიდან იხსნება

პუბლიკა

25 სექტემბერს 12:00-ზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი 25-27 სექტემბერს სრულად ონლაინფორმატში გაიმართება.

ორგანიზატორების ცნობით, ყველა გათვალისწინებული ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქგვერდზე – თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

თბილისის წიგნის ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველს.

► ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://www.gpba.ge/ge/new/178/;
 
► წიგნების გამოფენა-გაყიდვა – ფესტივალის ვებგვერდზე https://tbilisibookfair.ge/;