სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო – „ოქროს ნიჟარ“ გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „დასაწყისი“. ამავე ფესტივალზე „დასაწყისმა“ კიდევ სამი ჯილდო მოიპოვა:
დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
რამდენიმე დღის წინ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა.