შსს-ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ცესკო-ზე შტურმის მოთავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

„შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ჯგუფებს გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ და მისი ზონდერჯგუფები.

საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შსს-ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.