აჭარაში 6 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1 საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას - მიქელაძე

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. მათგან ორი ახალი შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ დაემატა. ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი აჭარაშია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ დღეს ბათუმის ინფექციურ კლინიკაში 4 საეჭვო შემთხვევა შევიდა. მათგან ერთის პასუხი აღმოჩნდა დადებითი.

„მას აქვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია. საზღვრის კვეთის დროს დაუფიქსირდა ტემპერატურა და მაშინვე გადმოიყვანეს კლინიკაში. ის მარტო მოგზაურობდა. ამ წუთისთვის გვაქვს 6 დადასტურებული მდგომარეობა. მათგან ერთი საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.