„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო

პუბლიკა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და მთავარმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა 29 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ 2 დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენელმა და მთავარმა ინვესტორმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კონსორციუმის ინფორმაციით, სარჩელები ეხება ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში მთავრობის „ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად ანაკლიის კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას“.

„კონსორციუმი და ბობ მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მოთხოვნების ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და შედგება ADC-სა და ბობ მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიიის პორტის პროექტისთვის”, – ნათქვამია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“  ხელშეკრულება 2020 წლის იანვარს გაწყვიტა.  მთავრობაში ამბობდნენ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულებები.