აქციის მონაწილეებმა პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

პუბლიკა

გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარნმომადგენლები.

აქციის მონაწილეები ბოქლომის დადებას თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკებაც იყო.

„მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც აქ დგას, სამი წელია, ეძებს სამართალს. ამათ ხელში სამართალი ვერ იპოვა. ეს ის ხალხია, რომლებიც უმოწყალოდ წირავენ ადამიანებს. გუშინ რურუას ჩაუდეს იარაღი.  გუშინ ოქრუაშვილს 15 წლისწინანდელი ვითომ დანაშაული გაუხსენეს და საქმე აღუძრეს. მაქსიმალურ ტერორზე არიან გადასული. უნდათ, რომ შეგვაშინონ, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. დავაბოქლომებთ. მაინც ამოვთხრით. ჩვენ ჩვენს შედეგს მივიღებთ. სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მიიღებს ამას. ამ ბიჭებსაც ამოუვათ ყელში, გაიხდიან ფორმას, ჩვენ მხარეს გადმოვლენ და შემდეგ ვნახოთ, ამათ ვინ დაიცავთ“, – განაცხადა „პირველი არხის“ ცნობით, გენერალურ პროკურატურასთან ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა.