არ მგონია, რომელიმე ცივილიზებულ ადამიანს ეგონოს, რომ კანონმორჩილება ხელის გადაგრეხვაა - სამხარაძე მელიაზე

პუბლიკა

„მე არ მგონია, რომ რომელიმე ცივილიზებულ ადამიანს ეგონოს, რომ კანონმორჩილება ხელის გადაგრეხვაა”, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას საკითხზე ოპონენტების ბრალდებებს. 

როგორც ის „რუსთვი 2-ის” ეთერში აცხადებს, „ყველა ადამიანმა, მით უმეტეს, თუ მას პოლიტიკური ამბიცია აქვს და უნდა, რომ ქვეყნის მმართველობაში მოვიდეს, პირველ რიგში მას უნდა ჰქონდეს ეს გათავისებული, რომ კანონმომრჩილება არის მთავარი ფასეულობა”.

შეკითხვაზე, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე, სამხარაძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები.

„მე არ ვიცი, როგორ წარიმართება პროცესები, ეს იმაზეა დამოკიდებული, შეიძლება გადაიხადოს მან გირაო. თუკი არ გადაიხდის, ამას შემდეგ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, თუმცა დავიცადოთ, ასეთი განცხადება ბევრი გვინახავს და მოგვისმენია, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მაინც კანონის ჩარჩოში გადაწყვეტილა”, – აცხადებს ნიკა სამხარაძემ.

მან ასევე გაიხსენა ფაქტი, როდესაც ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური დემონტრაციულად მოიხსნა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ეს არის კანონის უპატივცემულობა და არა მარტო კანონის უპატივცემულობა, როცა კანონს არ სცემ პატივს, საკუთარ სახელმწიფოს არ სცემ პატივს”.


„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში დაიბარეს.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კიბახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და, ე.წ. ინსტიტუტი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მონაწილეობა მივიღო ამ სიყალბეში“, – განაცხადა მელიამ.

აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პროკურატურაში დღეს დაიბარეს.