ეკონომიკა
- ყველა
- COVID-19
- COVID-19 და დასაქმებულები
- COVID-19 და საზოგადოებრივი ინიციატივები
- ადამიანის უფლებები
- არჩევნები 2020
- არჩევნები 2024
- ბიზნესი
- განათლება
- გარემო
- გართობა
- ევროკავშირი საქართველოსთვის
- ეკონომიკა
- თვალსაზრისი
- ინტერვიუ
- ისტორიის მცველები
- კინო
- კრიმინალი
- კულტურა
- კულტურის რუბრიკის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
- ლიტერატურა
- ლიტერატურული რუბრიკის მხარდამჭერია „საბა"
- მედია
- მეცნიერება
- პარტნიორის კონტენტი
- პოლიტიკა
- რეგიონი
- რელიგია
- რეპორტაჟი
- რეცენზია
- რუსეთის ომი უკრაინაში
- საზოგადეობა
- საზოგადოება
- სათემო უსაფრთხოება
- სამართალი
- სპორტი
- ურთიერთობები
- უცხოეთი
- ქალაქი
- ღვინო
- ჯანდაცვა
ციფრული გადახდის საშუალება სატოში ნაკამოტომ 2009 წელს შეიმუშავა. ის მიზნად ისახავდა ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას ცენტრალური ბანკებისგან და იმედოვნებდა, რომ ამას ვალუტის ახალი ფორმის მეშვეობით განახორციელებდა.
პუტინის ომს, სამხედრო მობილიზაციასა და დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ კრიზისს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები თავს მეზობელ სახელმწიფოებს აფარებენ. მიგრანტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად, უვიზო რეჟიმისა თუ სხვა მრავალი ხელსაყრელი ფაქტორის გამო, საქართველოც იქცა. 24 თებერვლის შემდეგ რუსები ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს მოაწყდნენ, რამაც საქართველოს მსგავს პატარა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
საქართველოზე ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი გადის, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში კავკასიაზე გამავალი მარშრუტი ბევრად ნაკლებ ტვირთს ატარებდა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან რუსეთის მეშვეობით აკავშირებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საერთაშორისო გადაზიდვის სისტემაშიც დაიწყო ძირეული ცვლილებები. რატომ ვერ უწევდა შუა დერეფანი ჩრდილოეთის მიმართულებას კონკურენციას და რა შესაძლებლობები გაუჩნდა გასულ წელს ამ მარშრუტს?
კონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდას ინფლაცია ეწოდება. ამ ეკონომიკურ ფენომენს მძიმე სოციალური ტვირთი აქვს. ინფლაციას ფარულ გადასახადს უწოდებენ, რითაც შედარებით ღარიბი უმრავლესობა მდიდარი უმცირესობის სასარგებლოდ იბეგრება. საზოგადოებაში ღარიბი და საშუალო ფენის შემოსავალი უმეტესად ფიქსირებულია და მისი ზრდის ტემპი ფასების ზრდას ჩამორჩება.
ინფლაცია ყველაზე მძიმედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახება და მათ კიდევ უფრო გაღარიბებას იწვევს. 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს - 633 ათას ადამიანს მიაღწია. ეს მოსახლეობის 17%-ია. სწორედ ეს ადამიანები არიან ყველაზე მეტად დაზარალებულები ამ მდგომარეობაში
მეცხვარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგია. ცხვარიც ადგილობრივი სახეობისაა, რომელსაც უკვე საუკუნეებია მწყემსავენ. მაგრამ შეუძლია თუ არა მას წარმატებულ ბიზნესსექტორად იქცეს? როგორ გაუძლო პანდემიას მეცხვარეობა, რა პერსპექტივა აქვს ცხვრის ყოლას საქართველოში, არის თუ არა განვითარებადი ბიზნესი თუ მილევის, გაქრობისთვის განწირულ ტრადიციად დარჩა?
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ გასულ წელს უმოქმედო სესხების წილი სესხების მთლიან პორტფელში 4.5%-დან 8.4%-მდე გაიზარდა. გვენეტაძის თქმით, უმოქმედო სესხების წილის ზრდა წელსაც გაგრძელდება და, სავარაუდოდ, 10%-ს მიაღწევს. რაზე მიანიშნებს ვადაგადაცილებული სესხების ზრდა და რა არის გამოსავალი?
ნოემბერში, მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომის დასასრულს, რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა, ალბათ, ძნელად თუ იპოვიდით ვინმეს, ვინც ფიქრობდა, რომ ომის დასრულების ერთ-ერთი მთავარი შედეგი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გახსნა იქნებოდა, თუმცა რუსეთის შუამავლობით დადებულმა ზავმა ყველაფერი შეცვალა. დღეს უკვე რეალურია სომხეთ-აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფნის გახსნა.
გამოკვეთილად მემარჯვენე და მემარცხენე საარჩევნო სუბიექტები მათ ზოგად ეკონომიკურ იდეოლოგიას მკაფიოდ მიყვებიან (მაგალითად, #36-გირჩი, #2-ევროპული საქართველო და #46-სოციალ-დემოკრატები)
კორონავირუსის პანდემიის ეფექტი მსოფლიო ეკონომიკაზე უკვე გამოიკვეთა და გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ჩინეთია. 2020 წლის პირველ კვარტალში მისი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასული წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით უკვე 6,8%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, 1976 წელს მაო ძედუნის სიკვდილით დასრულებული სოციალური და კულტურული რევოლუციის დეკადის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი ეკონომიკური დაღმასვლაა.
ასე რომ, მიმდინარე კრიზისი ჩვენი, როგორც საზოგადოების კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მისგან კიდევ უფრო ძლიერები გამოვიდეთ. ეს პანდემია აუცილებლად გადაივლის. მთავარია, ჩვენ რას ვისწავლით მისგან?
საქართველოში გადაიდო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია. დროებით დაიკეტა ბევრი მუზეუმი, მუზუმ-ნაკრძალი, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები. ტურისტულმა კომპანიებმა და სასტუმროებმა, აეროპორტებმაც დროებით შვებულებაში გაუშვეს თანამშრომლები.
- 1
- 2