კინო

დავით ბუხრიკიძე

ამ დღეებში ცხადია, უამრავი იწერება და უკვე დაიწერა ოთარ იოსელიანზე, ყველაზე დიდ და მასშტაბურ ქართველ კინორეჟისორზე, რომლის შემოქმედების ბოლომდე გააზრება მხოლოდ ახლა, მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ იწყება...

დავით ბუხრიკიძე

მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმის - „ჯადოსნური მთის“ ისტორია კარგად წარმოაჩენს სახელმწიფო პოლიტიკის დამოკიდებულებას კინემატოგრაფის მიმართ.

ბასტი მგალობლიშვილი

დანიის კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კლაუს ლადეგაარდი თბილისს სტუმრობდა. დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA Georgia) ორგანიზებით მასთან საჯარო შეხვედრაც გაიმართა, სადაც ლადეგაარდმა კინოპროფესიონალებს გამოცდილება გაუზიარა კინოს მხარდაჭერის, კინოცენტრის მართვისა და სპეციფიკის შესახებ. ლადეგაარდს ამ ღონისძიებაზე შევხვდით და ქართულ კინოში მიმდინარე პროცესებზეც ვესაუბრეთ.

პუბლიკა

როგორც ირკვევა, კობა ხუბუნაი კირთაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ რეორგანიზაციის პროცესში იგეგმებოდა მისი პოზიციის, რომელიც შტატგარეშე პოზიცია იყო, შტატში გადატანა და ახალი საშტატო ერთეულის შექმნა, ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა.

ნინო ძანძავა

რას გაურბიან ამ ქვეყნიდან ახალგაზრდები? – რეჟისორის მიერ პირდაპირ თუ ირიბად დასმული ეს შეკითხვა თითქოს აჯამებს ამ კინემატოგრაფიულად დახვეწილ და პოლიტიკურად აქტუალურ ნამუშევარს, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ ეროვნული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის არახელსაყრელი ფინანსური და პოლიტიკური პირობების მიუხედავად, საქმის სიყვარულით მოტივირებული ადამიანების დიდი ძალისხმევის წყალობით, ქართული კინო ცოცხლობს და იკრებს ძალას წინ წასასვლელად – მომავლისკენ.

რამდენი ტყუილითაც არ უნდა დაამძიმონ ისტორიული სიმართლე, ის მაინც ამოტივტივდება ზედაპირზე. ისტორია თავის თავს არ დამალავს. ადამიანები მაინც ამოთხრიან წინაპრების საფლავებს და ახლოდან დააკვირდებიან თავის ქალებზე შემორჩენილ ნატყვიარებს. ყოველი ექსპონატი ალაპარაკდება. მათ შორის, პროპაგანდისტული კინოც აუცილებლად გათქვამს დამკვეთს.

ბასტი მგალობლიშვილი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, კინომოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა - დასრულდა. მართალია, კულტურის სამინისტრო ვერ თუ არ ხედავს ამ ღონისძიების მნიშვნელობას (რაც დაფინანსებაზე უარში გამოიხატა), თუმცა მაყურებლის სიმრავლე და პროგრამების მრავალფეროვნება რიგით 23-ე ფესტივალის წარმატებულობის დასტური იყო.

პუბლიკა

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4-11 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. გარდა „ქართული პანორამისა“, სადაც ახალ ქართულ ფილმებს ნახავთ (მათ შორის ოსკარის კანდიდატ ფილმს „დიდი შესვენება“ (რეჟ. დავით ფირცხალავა), „ჩემი ოთახი“ (რეჟ. სოსო ბლიაძე)), ფესტივალის პროგრამა დატვირთული იქნება სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის გამორჩეული ავტორების ნამუშევრებით:

ბასტი მგალობლიშვილი

ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალიც ამ მნიშვნელოვან ნიშას უკვე მეორე წელია, იკავებს: გვაჩვენოს და ყურადღება გაგვამახვილებინოს იმ სურათებზე, რომლებიც დიდი ფესტივალების სრულმეტრაჟიანი ფილმების ბრჭყვიალებაში იკარგებიან ხოლმე.

იგი ეკრანზე ქმნის კრიზისს, სრულ უიმედობას სწორედ იმისთვის, რომ მაყურებელში ფიქრის, იმედის ძიებისა და კრიზისიდან გამოსვლის სურვილი აღძრას, ამდენად „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“ უფრო ოპტიმისტურ ამოცანაზე დგას, ვიდრე პირიქით.

პუბლიკა

სოციალური მეცნიერებები შეისწავლის სოციალურ ჯგუფებს. მაგალითად, ანთროპოლოგია დიდწილად განისაზღვრება პრაქტიკული (საველე) სამუშაოებით. ანთროპოლოგი ცხოვრობს იმ ადამიანებს შორის, ვისი გადაღებაც სურს.

პუბლიკა

გულწრფელობა ალბათ არსად ისეთი საჭირო და აუცილებელი არ არის, როგორც კინოში. სწორედ უსაზღვრო გულწრფელობაა ნინო ჟვანიას 2020 წლის ფილმის, „აღლუმის“ ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რომელიც 3 ბავშვობის მეგობრის პატარა მოგზაურობაზე გვიყვება. ეს უკანასკნელი ოდისეაა ხსოვნის სახელით, რომელსაც არ გააჩნია საბოლოო დანიშნულება.

  • 1
  • 2