რეგიონი
- ყველა
- COVID-19
- COVID-19 და დასაქმებულები
- COVID-19 და საზოგადოებრივი ინიციატივები
- ადამიანის უფლებები
- არჩევნები 2020
- არჩევნები 2024
- ბიზნესი
- განათლება
- გარემო
- გართობა
- ევროკავშირი საქართველოსთვის
- ეკონომიკა
- თვალსაზრისი
- ინტერვიუ
- ისტორიის მცველები
- კინო
- კრიმინალი
- კულტურა
- კულტურის რუბრიკის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
- ლიტერატურა
- ლიტერატურული რუბრიკის მხარდამჭერია „საბა"
- მედია
- მეცნიერება
- პარტნიორის კონტენტი
- პოლიტიკა
- რეგიონი
- რელიგია
- რეპორტაჟი
- რეცენზია
- რუსეთის ომი უკრაინაში
- საზოგადეობა
- საზოგადოება
- სათემო უსაფრთხოება
- სამართალი
- სპორტი
- ურთიერთობები
- უცხოეთი
- ქალაქი
- ღვინო
- ჯანდაცვა
მოსკოვმა აღშფოთება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე გაკეთებული განცხადებების გამო, რასაც ფონად სდევს სომხეთსა და რუსეთს შორის განახლებული დიპლომატიური დაძაბულობა.
საქართველომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დათმო დემოკრატიული ლიდერობა, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. Freedom House-ის ბოლო, 2026 წლის ანგარიშში ქვეყნის მაჩვენებელი რეიტინგში „თავისუფლება მსოფლიოში“ [Freedom in the world] მკვეთრად, 4 ქულით გაუარესდა და მიუხედავად იმისა, რომ ერევნის პოზიცია ბოლო სამი წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა, რეგიონში სომხეთი დაწინაურდა.
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა - ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში საინფორმაციო ველი სრულად გადაფარა ომის ახალმა ამბებმა და ყველაფერი ერთ სიბრტყეში მოაქცია. ბაიდენის ვიზიტმა კიევსა და ვარშავაში, შემდეგ პუტინის 22 თებერვლის გამოსვლამ ყველას დაავიწყა ბჟანია-გაგლოევის სტუმრობა ჯერ კრემლში, შემდგომ კი მინსკში. ამ შეხვედრას კი სოხუმში ამჯერად არა დადებითი, არამედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
არ არის გასაკვირი, რომ საგარეო პოლიტიკის უკრაინელი და ქართველი ექსპერტების ხედვა შავი ზღვის რეგიონში მომავალი მშვიდობისა და უსაფრთხოების წესრიგის შესახებ ერთმანეთის მსგავსია.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი ჯერჯერობით არ დასრულებულა და ეს საქართველოსთვის კიდევ ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. 2020 წლის ომი ჩვენს ქვეყანას ასცდა, მაგრამ სანამ კონფლიქტი ბოლომდე არ დასრულდება, არ არსებობს გარანტია რომ იგი არ შეგვეხება.
მამა იოანე ბურდინი რუსეთის ქალაქ კოსტრომის მღვდელია. მღვდელი, რომელიც სასამართლოში აღმოჩნდა წირვისას წარმოთქმული სიტყვის გამო. ირკვევა, რომ მან ღმერთს მშვიდობა შესთხოვა და „ძმათამკვლელი ომი“ დაგმო, ეს კი ხელისუფლებამ რუსული არმიის დისკრედიტაციად მიიჩნია, რაც, თავის მხრივ, ადმინისტრაციული წესით ისჯება.
რუსეთის ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, თითქოსდა უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილმა შენაერთებმა ყაზარმებში დაბრუნება დაიწყეს, დასავლეთში ამტკიცებენ, რომ რეალურად მოსკოვი, პირიქით, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო აქტივობას ზრდის. რა შეიძლება შედიოდეს პუტინის გეგმებში, რომელი მხრიდან, რა მიმართულებით შეიძლება წამოიწყოს შეჭრა რუსეთმა და რისი დაკავება სცადოს? ერთი შეხედვით რუსეთის არმიას სამხედრო უპირატესობა აქვს, მაგრამ მიაღწევს თუ არა რუსეთი წარმატებას?
რამდენად რთულია ვითარება უკრაინის საზღვრებთან, რატომ გააქტიურდა ახლა რუსეთი, რა მიზნები აქვთ მოსკოვში და ასეთ ვითარებაში როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ? რეგიონში განვითარებული პროცესების შესახებ „პუბლიკა“ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ასოცირებულ მკვლევარს, ნათია სესკურიას ესაუბრა.
- 1
- 2