ელვარე, მღელვარე და თითქმის ლომფერი 

დავით ბუხრიკიძე

კამერული მუსიკა წინანდლის ფესტივალზემოცარტის, ბეთჰოვენის, პროკოფიევის და რიჰარდ შტრაუსის გათვალისწინებით.

როდესაც წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მთავარი სცენის,  ამფითეატრის პარალელურად, კამერული მუსიკის დარბაზი (Chamber Music Hall) აშენდა, ძნელად ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ საფესტივალო ცხოვრებაში მას ასეთი დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. არადა, სწორედ აქ იმართება ფესტივალის შუადღის კონცერტები, სადაც საერთაშორისო მნიშვნელობის ვარსკვლავები და კამერული შემადგენლობის ორკესტრები მომცრო სცენაზე უკრავენ.

რამდენიმე ასეთი კონცერტი უკვე გაიმართა, რომელთა შესახებ ნამდვილად ღირს საუბარი. მაგალითად, კამერული მუსიკის დარბაზში შესრულდა სერგეი პროკოფიევის კვინტეტი სოლ მინორი (თხზ. 39). მონაწილენი: ანტონ სოროკოვი (ვიოლინო), ენრიკო კარარო (ალტი), ბრენდან კეინი (კონტრაბასი), სანია რომიჩი (ჰობოი), ალექსანდრ ტასიჩი (კლარნეტი).

პროკოფიევის ეს კვინტეტი მახვილი დისონანსური სვლებით, ექსპრესიული სულისკვეთებით და ირონიული ჩანართებით გამოირჩევა. სხვათა შორის, თავდაპირველად ის კომპოზიტორს საბალეტო სიუჟეტისთვის ჰქონდა ჩაფიქრებული. მუსიკოსებმა მშვენივრად იგრძნეს კომპოზიტორისთვის დამახასიათებელი წმინდამექანიკურირიტმები და მუსიკის ოდნავ გროტესკულიდუმალი ატმოსფეროც. ვარიაციები მთავარ თემაზე რიტმული სიზუსტით, ჰობოისა და კლარნეტის მკვეთრი ხაზების აქცენტირებით შესრულდა. სიმებიანი ინსტრუმენტების უჩვეულო, ხშირად პიკანტური ჟღერადობა დაამოვარდნილიფრაზები გამუდმებით გვახსენებდა, რომ პროკოფიევის ეს კვინტეტი მეოცე, სწორედ მეოცე საუკუნის მუსიკაამკვეთრად გამოხატული ფორმით, ახალი დროის შესაბამისი შინაარსით, დამცინავი ელეგანტურობით

სამაგიეროდ, მელოდიური სიცხადე დაკლასიკური ვენურიწონასწორობა აშკარად იგრძნობოდა მოცარტის შესრულებისას (კვინტეტი ჰობოისთვის, ფა მაჟორი, K. 370). სოლისტები: სანია რომიჩი (ჰობოი), ანტონ სოროკოვი (ვიოლინო), ენრიკო კარარო (ალტი), ამედეო ჩიჩეზე (ჩელო). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჰობოისტი სანია რომიჩი, რომელმაც განსაკუთრებული და მსუბუქი ფრაზირებით დაუკრა, მიუხედავად ურთულესი ტექნიკური პასაჟებისა. სიმებიანი ტრიო (სოროკოვი, კარარო, ჩიჩეზე) კი რბილად და ფაქიზად აბალანსებდა ჰობოის მღერად, სანგვინიკურ და ომახიან ჟღერადობას.

ვენის კლასიკოსებისკამერული მუსიკა რომ ბეთჰოვენის გარშე წარმოუდგენელია, ამის ცხადი დადასტურება იყო სეპტეტი მიბემოლ მაჟორი (თხზ. 20), რომელიც ანტონ სოროკოვმა (ვიოლინო), ენრიკო კარარომ (ალტი), ამედეო ჩიჩეზემ (ჩელო), ბრენდან კეინმა (კონტრაბასი), ალექსანდრ ტასიჩმა (კლარნეტი), ანდრეა აციმ (ფაგოტი) და ნატილო რიჩარდომ (ვალტორნა) შეასრულეს.

ბეთჰოვენის ეს ფეთქებადი და ახალგაზრდული ენერგიით დამუხტული სეპტეტი საკმაოდ მძიმე და საზეიმო Adagio-თი იწყება და მხიარულ, მოზღვავებულ და მფეთქავ Allegro con brio-ში გადაიზრდება. ჩასაბერი ინსტრუმენტების (კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა) და სიმებიანი ჯგუფის დიალოგი იმდენად ზუსტი, სავსე და დინამიკურია, რომ გეგონებოდათ კამერული დარბაზი დიდმა საორკესტრო მასშტაბის ჟღერადობამ ბოლომდე აავსო.

ამგვარ კლასიკურ ფონზე სრულიად სხვა განწყობა შექმნა რიჰარდ შტრაუსისტილ ულენშპიგელისშესრულებამ. უფრო ზუსტად, ავსტრიელი კომპოზიტორისა და პედაგოგის, ფრანც ჰაზენჰორლის არანჟირებამ, სახელწოდებითტილ ულენშპიგელი სხვანაირად”. ეს არის რიჰარდ შტრაუსის ცნობილი სიმფონიური პოემის, „ტილ ულენშპიგელის ოინების“ (Op. 28) ბრწყინვალე, იუმორისტული და კომპაქტური არანჟირება კამერული ანსამბლისთვის, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა.

კამერული კონცერტის ერთერთი ყველაზე მხიარული და ვირტუოზული ნაწარმობი ხუთ კამერულ ინსტრუმენტზეა გადანაწილებული და შესაბამისად, თითოეულ მუსიკოსს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. შემსრულებლებმა ზუსტად გადმოსცეს მთავარი გმირის, ოინბაზი და მხიარული ტილ ულენშპიგელის განწყობა და ხასიათი. კლარნეტისა და ფაგოტის სწრაფი, თითქმის კომიკური პასაჟები, ვალტორნის მძლავრი ჟღერადობა და სიმებიანების დინამიკური აკომპანიმენტი ქმნიდა ნამდვილმუსიკალურინსტრუმენტულ თეატრს”, რამაც პუბლიკის დიდი მოწონება გამოიწვია.

ფინალურ ჩაროზად პუბლიკამ ლეონარდ ბერნსტაინისა და ალბათ, მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარული მიუზიკლის, „ვესტსაიდური ისტორიისფრაგმენტები მოისმინა. მუსიკოსებმა მკვეთრი ჯაზური აქცენტებით, სინკოპირებული რიტმებითა და შესანიშნავი დინამიკური მიგნებებით საოცარი ატმოსფერო შექმნეს. საყვირებისა და ტრომბონების სინქრონული, ზუსტი ჟღერადობა კი კარგად ერწყმოდა დასარტყამი ინსტრუმენტების დრაივს.

ამდენად, თავისი სასიცოცხლო ენერგიით და ვნებით, “ვესტსაიდური ისტორიისეს ფრაგმენტები ელვარე, მღელვარე და თითქმის ლომფერი სექტემბერის ამბად ჩაიწერება წინანდლის მუსიკალური ფესტივალის ისტორიაში.