ფოტოპროექტი | We are who we are

პუბლიკა

We are who we are ნათელა და მირა გრიგალაშვილების  ფოტოპროექტია, რომელიც ტრანსგენდერი ქალების პირად ამბებს მოგვითხრობს. ესაა მცდელობა, ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს ამ ადამიანთა სიხარული, მწუხარება, შიში, იმედი – ყველაფერი ის, რაც ხშირად, სტერეოტიპებისა და მცდარი შეხედულებების წყალობით, იგნორირებული და უგულებელყოფილია. საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლა საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

გენდერული იდენტობისა და ორიენტაციის გამჟღავნება, როგორც ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, ასევე, ზოგადად ლგბტ თემის სხვა წარმომადგენელთათვისაც, ხშირად მარტოობას, ოჯახისგან გარიყვას, საზოგადოებისგან მუდმივ ძალადობასა და დისკრიმინაციას ნიშნავს. გარდა მუდმივი ეკონომიკური პრობლემებისა, გენდერული იდენტობა მარგინალიზაციის მუდმივი საფუძველია, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თემსა და საზოგადოებას შორის არსებულ უფსკრულს, პარალელურადა კი სისტემის მიერ უგულვებელყოფა და ხშირად ბარიერების შექმნა ტრანს* თემს კიდევ უფრო ჩაკეტილს და იზოლირებულს ხდის.

პროექტს „შემოქმედება თანასწორობისთვის“ „თანასწორობის მოძრაობა“  ახორციელებს. პროექტის მიზანია გააძლიეროს ლგბტქი თემი და დაამსხვრიოს ქვიარების მიმართ არსებული სტერეოტიპები ხელოვნების დახმარებით. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

გაბრიელა: იყავი ის, ვინც ხარ და არასდროს არ იცხოვრო სხვისი ცხოვრებით. იცხოვრე, მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით. არასდროს იფიქრო იმაზე, თუ რას იტყვიან შენზე.

იულია: მე ვებრძვი ჰომომოფობიას

გვანცა: „ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც, მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა!“ – ოტია იოსელიანი

ვერონიკა: მე არ მრცხვენია გამოვეწყო როგორც ქალი, რადგან არ ვფიქრობ რო ქალად ყოფნა სამარცხვინოა.

მეკო: სასწაული აქციე რეალობად…

ნატა: ყოველი დღე წარმოადგენს გამოწვევას ადამიანის ცხოვრებაში. განსაკუთრებით ტრანს ადამიანების და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი