ადამიანის უფლებები

პუბლიკა

„ენით აღუწერელია ბოროტებისა და ძალადობის ის დონე უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც ჩვენ მიერ აღრიცხულ საქმეებში ჩანს… გაუპატიურება, მკვლელობა და სხვა ძალადობრივი აქტები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს, გამოძიებული უნდა იქნას ომის დანაშაულის მუხლით“, - თქვა HRW-ის წარმომადგენელმა ჰიუ უილიამსონმა.

თათია ხალიანი

„მუსლიმი ვიყავი და ამის გამო სულ მავიწროებდა, ძალით მომნათლა [ქრისტიანად]. ხშირად ძალადობდა ფიზიკურად და სექსუალურად ჩემზე. ბოლოს დანით ფეხში რამდენიმე ჭრილობა მომაყენა. მისი სახლიდან ჩემებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი წამომიყვანეს, „

ქეთი გოგუაძე

სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საბჭოს დებულებაში ცვლილების მოსამზადებლად შეიკრიბა, უკვე ჩამოაყალიბა ის საკითხები, რომელთა მოგვარება, მათი პოზიციით, აუცილებელია საბჭოს ქმედუნარიანობისა და ეფექტურობის გასაზრდელად.

თათია ხალიანი

„2014 წელს, სოფელ ლამბალოში ხანუმ ჯეირანოვა ოჯახის ახლობლებმა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით სასტიკად სცემეს, სოფელში ჩამოატარეს, რა დროსაც მან გონება რამდენჯერმე დაკარგა. მეორე დღეს კი ის გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში. ამის გამო არავინ დასჯილა. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სათანადო გამოძიება, „

ბასტი მგალობლიშვილი

რა მოხდება, ერთ დღესაც რომ ძიძები სამსახურში ვერ ან არ გამოცხადდნენ? - ძიძების შრომის მნიშვნელობის გასააზრებლად ალბათ პირველ რიგში ეს კითხვა უნდა დაისვას. იურისტმა ლელა გვიშიანმა სწორედ ეს ჰკითხა შრომით უფლებებზე სამსჯელოდ შეკრებილ ძიძებს:

პუბლიკა

ჰომო/ბი/ტრანსფობია ქვიარების ყოველდღიურობის ნაწილია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ბოლო დღეებში გახდა, როდესაც მოქალაქეები სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმებბზე ალაპარაკდნენ - „თავდასხმა პარკში მაისურის ფერის გამო“; „დაპირისპირება მეტროში საყურის გამო“; „თავდასხმა ფერადი ჩანთის გამო“ - ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების სამიზნე არამხოლოდ ქვიარები, არამედ ისინიც ხდებიან, ვისი ჩაცმის სტილი თუ გარეგნული მახასიათებლები ძალადობრივ ჯგუფებს არ მოეწონებათ.

ფრაგმენტული, უგუნური, პოპულისტური მიდგომა – ასე აფასებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, როდესაც ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა განუხორციელებულია, ამ პირობებში ისევ სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება კვლავ ფრაგმენტულ, ზედაპირულ მიდგომებს არჩევს და სისტემურ მიდგომებზე ყურადღებას არ ამახვილებს

პუბლიკა

We are who we are ნათელა და მირა გრიგალაშვილების  ფოტოპროექტია, რომელიც ტრანსგენდერი ქალების პირად ამბებს მოგვითხრობს. ესაა მცდელობა, ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს ამ ადამიანთა სიხარული, მწუხარება, შიში, იმედი – ყველაფერი ის, რაც ხშირად, სტერეოტიპებისა და მცდარი შეხედულებების წყალობით, იგნორირებული და უგულებელყოფილია.

სასამართლომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფი 125%-ით განსაზღვრა – კომპანია „ჩირინას“ ორმა დასაქმებულმა ზეგანაკვეთურად ნამუშევარ საათებსა და მათი ანაზღაურების ოდენობაზე სასამართლო დავა მოუგო

პუბლიკა

კაფეების ქსელ „ჩაის სახლის“ („ალთჰაუსის“) ყოფილი თანამშრომლები დამსაქმებელთა მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის მაგალითებს იხსენებენ. მათი ისტორიები პროფესიულმა კავშირმა „სოლიდარობის ქსელმა“ გამოაქვეყნა.

პუბლიკა

კომპანია „სილქტნეტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი სასამართლო დავას იწყებს. სასამართლომ წარმოებაში მიიღო კომპანიიდან გათავისუფლებული 9 ადამიანის ინდივიდუალური სარჩელი. პირველი სასამართლო პროცესი კი 10 თებერვალს უნდა გაიმართოს.

„გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, - ამ სიტყვების ავტორი დეპუტატი და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძეა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. „იბერიის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა პოლიტიკოსის ამ საფიქრალს გამოსავალი მოუძებნეს და სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ყოფილ დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება და კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაუხადოს.