ყველა

სალომე გორგოძე

ბავშვთა უფლებადამცველები, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, ყურადღებას ამახვილებენ სკოლის ადმინისტრაციის როლსა და პასუხისმგებლობაზე. რა ინფორმაციას ფლობდა სკოლა მომხდარის შესახებ? რა უნდა სცოდნოდა სკოლას? რა პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დირექტორს? რა გააკეთა სკოლის ადმინისტრაციამ, როცა ბავშვი კვირების განმავლობაში სკოლაში არ გამოცხადდა? რატომ არ აცნობა მან პოლიციას და სოციალურ სამსახურს

პუბლიკა

ბოლო წლებში არაერთი ორგანიზაცია საქართველოში ანტიდასავლური გზავნილების მზარდ ტენდენციაზე წერს. ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაციური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებით მომძლავრდა გასულ წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ანტიდასავლური რიტორიკა და მედია - როგორ მუშაობს მანიპულაციური სტრატეგია უკრაინის ომის ფონზე?

სალომე გორგოძე

„აქ საუბარი ხომ არ არის დირექტორად დანიშვნაზე“,- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე და განმარტავს, რომ აქ საუბარია სამეურვეო საბჭოებისთვის მრავალფეროვანი, კონკურენტული არჩევანის შესაძლებლობაზე, რათა წარდგენილი კანდიდატებიდან აარჩიოს საუკეთესო, მისი შეფასებით კი მიღებული გადაწყვეტილებით „კანდიდატად წარდგენაზეც თქვეს უარი, თქვეს, რომ არ შეიძლება ეს კაცი წარუდგეს სამეურვეო საბჭოსო, დარწმუნებული ვარ, დიდი ალბათობით არც ამირჩევდნენ და ასე რატომ მოქცნენ მართალა მაინტერესებს, კანდიდატად წარდგენას წინ რაღა ედგა? სამეურვეო საბჭოსთვის ჩემი პრეზენტაცია რამეს დააშავებდა?“

თათია ხალიანი

„ამდენი წელია ვემსახურები ფეხბურთს. შენიშვნაც კი არ მქონია არასოდეს. ვემსახურებოდი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას. საზოგადოებაში კარგად მიცნობს ყველა, ოზურგეთში მითუმეტეს. მაქვს უმაღლესი კატეგორია ფეხბურთში, უეფას A კატეგორიის მწვრთნელი ვარ. ეს კაცი რომ მოვიდა, დამიწყო დევნა. არანაირი კონფლიქტი და არანაირი შეხება არ მქონია მასთან, მაგრამ როგორც კი გახდა მერი, „მერცხალის“ დირექტორმა დამიბარა და მითხრა გათავისუფლებული ხარო. მიზეზი რა არის-თქო რომ ვკითხე - არ მოსწონხარ ამ ავთო თალაკვაძეს და რა ვქნა მეო, ასე მიპასუხა. დაარქვეს რეორგანიზაცია და შემცირება, მაგრამ 18 კაცი აიყვანეს შემდეგ, მათი ხალხი, “- გვეუბნება ხარიტონ ჩხატარაშვილი.

პუბლიკა

პოლიტიკოსის, ექსპერტის ან ნებისმიერი საჯარო პირის გამოსვლები ხშირად ხდება ხოლმე კრიტიკისა და განხილვის საგანი. ცალკეული გამონათქვამები ბევრს ამბობს ადამიანის ფასეულობებსა და პრიორიტეტებზე, მაგრამ ათასობით განცხადების საფუძველზე მათი რიტორიკის ანალიზი კიდევ უფრო ნათელი სურათის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. რა სიტყვებსა და ფრაზებს იყენებენ ყველაზე ხშირად, ვის აკრიტიკებენ და ვის არა, რა პერიოდში არიან განსაკუთრებით აქტიური, როდის ერიდებიან კომენტარის გაკეთებას, პასუხები ამ შეკითხვებზე ხშირად საუკეთესო გზაა, გავიგოთ მეტი მათ მეთოდებსა და სტრატეგიაზე.

პუბლიკა

რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში მეორე მეუღლემ?  - მას აქვს  ორი სამართლებრივი შესაძლებლობა: ამტკიცოს, რომ დადებულია მოჩვენებითი ხელშეკრულება ან მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული შემოსავალი. კვლევაში ხაზგასმულია, რომ სინამდვილეში არცერთი ეს გზა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის ადეკვატურ საშუალებას . მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზების არაეფექტიანობის გამო, მეორე მეუღლე, ბევრ შემთხვევაში, საკუთარი წილის გარეშე რჩება.’’

ნათია ლევერაშვილი

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა - ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები.

პუბლიკა

„პუბლიკა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას, რამდენად საკმარისია ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა და როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეს პრობლემა როგორც  გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში. „პუბლიკის“ შეკითხვებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტმა, თამარ გაბოძემ უპასუხა.

პუბლიკა

ნინი კელენჯერიძე ახლა 23 წლისაა. როგორც გვიყვება, სამი წლის წინ ოჯახი სიყვარულით შექმნა, თუმცა, მალევე პრობლემები დაიწყო - უთანხმოება მეუღლესთან და ურთიერთობის სირთულეები. მალე ბავშვი გაჩნდა, რაც როგორც ამბობს, ოჯახის დანგრევის საბოლოო მიზეზი გახდა.

პუბლიკა

„პუბლიკა“ დაინტერესდა, როგორ აფასებს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, რა გამოწვევები არსებობს, რამდენად საკმარისია ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა და როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ბავშვთა სიღარიბე როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

პუბლიკა

გთავაზობთ კვლევის იმ ნაწილს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გამოწვევებს შეეხება. კვლევის ამ ნაწილში მიმოხილულია ბოლო წლების განმავლობაში პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის გზა. ამასთანავე, გაანალიზებულია სისტემაში არსებული გამოწვევები, ჩაღრმავებული ინტერვიუების დახმარებით, როგორც განათლების ექსპერტებთან, სკოლების დირექტორებთან, ასევე მასწავლებლებთან. 

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა CANVAS-ის წინამორბედი მოძრაობა Otpor!-ის ლიდერები ძალადობრივი რევოლუციის მომხრეებად გამოაცხადა. არადა, Otpor!-ისა და CANVAS-ის იდეოლოგია სწორედ ძალადობრივ რეჟიმებთან არაძალადობრივი გზებით ბრძოლას ეფუძნება. სწორედ არაძალადობრივი გზაა CANVAS-ის დამფუძნებლის, სრჯა პოპოვიჩის აზრით, ყველაზე ეფექტური ძალადობრივ რეჟიმებთან ბრძოლაში. რას ჰყვება CANVAS-ის დამფუძნებელი, სრჯა პოპოვიჩი თავისი მოძრაობის იდეასა და ბრძოლის შესახებ?