ყველა

დავით ბუხრიკიძე

გაბრიაძემ შექმნა მაყურებლის საოცარი სიყვარულით გამთბარი და მსოფლიოში აღიარებული თოჯინების თეატრი, რომლის გარეშეც დღეს  თბილისის წარმოდგენა შეუძლებელია... მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თავს მხატვრად და მოქანდაკედ მიიჩნევდა. როგორც გაბრიაძემ აღნიშნა: „მხატვრობა ჩემი მთავარი პორტია და მე ის სულ მენატრება, განსაკუთრებით როდესაც ზღვაში ვცურავ“...

სწორედ ამას გამოხატავს მაკა სულაძის ჯვარი - მისი ოჯახის, მეგობრების, მოყვასის, მშობლიური მხარის, მომხრეების და ბოლოს მთელი ქვეყნიერების ყოველი ცოცხალი არსების, ბუნებისა თუ ადამიანის მოფრთხილებასა და პატივისცემას.

ნიკოლას გელოვანი

პოლი სწორედ ამიტომ სჯის სტელას - თავს დაესხმება დაკითხვისას და დაუნდობლად სცემს. გიბსონი ძლიერ ჰგავს მისგან დახოცილ ქალებს: ისიც კარიერისტი, ამბიციური ქალია, არ ჰყავს ქმარ-შვილი და პროფესიულ ცხოვრებას უთმობს მთელ დროს. სპექტორს გული სწყდება, რომ ვერ მოახერხა მისი მოკვლა.

მაისში ლუკაშენკოს რეჟიმმა თავისუფალ სივრცეს კიდევ უფრო შემოუჭირა ჭანჭიკები: ახალი კანონებით ხელისუფლებას შეეძლება, ნებისმიერ დროს გამორთოს ტელე-რადიო-ინტერნეტ კავშირი. აიკრძალა მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება. ძალოვანებს ნება მიეცათ, მიტინგების დროს გამოიყენონ ლეტალური და მძიმე შეიარაღება. დარბეულ და ლიკვიდირებულ იქნა უდიდესი არაფორმალური მედია TUT.by და სხვ.

ზურა ვარდიაშვილი

როცა საქმე სიმთვრალეში მართვის გამო პატიმრობას ეხება, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება კიდევ უფრო მკაცრ მიდგომებს მოითხოვს. ასევე ის ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიზანს მისაღწევად აღსრულების ნაწილიც უნდა გამკაცრდეს, მძღოლებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სიმთვრალეზე ადრე თუ გვიან შეამოწმებენ, ამჟამინდელი აღსრულების მექანიზმი სუსტია და მძღოლები გარისკვას არ უშინდებიან.

გიორგი ლობჟანიძე

„ეს არის დამამთავრებელი წიგნი გურამ გეგშიძის მიერ შექმნილი რომანების ციკლის, XX საუკუნის მხატვრულ მატიანეს რომ წარმოადგენს. „ ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და უკვე „ნათლისქრობა“ - ეს არის დიდი მწერლის მიერ უაღრესად მაღალი ოსტატობით შექმნილი  ფართო ტილო, ჩვენი ერის უკანასკნელი 150 წლის ცხოვრებისა და ჭირ-ვარამის ამსახველი. ამ მხრივ მას შესაძლოა ანალოგი არც მოეძებნება.“

დავით ბუხრიკიძე

რადიოსპექტაკლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლისთავის აღსანიშნავად გავიდა ეთერში. ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი სხდომის დამთავრებისთანავე, 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე მიიღო. სიმბოლურია, რომ რადიოსპექტაკლ „პირველი აქტის“ პრემიერაც თიბისის ფეისბუკ-პლატფორმაზე სწორედ 26 მაისს, 17 საათა და 10 წუთზე დაიწყო...

ნიკოლას გელოვანი

მადამ ბოვარის ისტორია მისი გრძნობების ისტორიაა; მისი ამბავი ბურჟუაზიული ყოფის ამსახველი ის ნაღვლიანი მელოდრამაა, საუკუნო საგალობელს რომ უძღვნის ემას და ემას სადარ დონ კიხოტეებს, გამოუსწორებელ, გულმხურვალე იდეალისტებს.

სალომე გორგოძე

რა სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები? რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და რა ბერკეტები რჩებათ ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესს ადვოკატირებას უწევენ? „პუბლიკა“ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტების ხელმძღვანელს, ნანა გოჩიაშვილს ესაუბრა.

დავით ბუხრიკიძე

დოკუმენტური ფილმის პრემიერა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზეც გაიმართა. პანდემიის გამო კი მხოლოდ ონლაინ ჩვენება მოეწყო და ისიც ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე. ამჯერად, ფილმს „დიდება დედოფალს“ მაყურებელი 4 ივნისიდან, კინოთეატრ „ამირანში“ ნახავს.

სოფო აფციაური

გიორგი ნეფარიძე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ამბობს, რომ მთავრობის ყურადღება ვერ მიიქციეს, ამიტომ გადაწყვიტეს, აშშ-ის ელჩს სთხოვონ შუამდგომლობა და დახმარება:„უკვე 20 დღეა, უკიდურეს ფორმას მივმართეთ, შიმშილობის პარალელურად, პირი გვაქვს ამოკერილი. მთავრობისგან ელემენტარული ყურადღება არ გვიგვრძნია. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მეტად უსმენენ, ამიტომ იქნებ კელი დეგნანს მაინც მოუსმინონ“.

პუბლიკა

რა არის ფონოლოგია და რა მნიშვნელობა აქვს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს წერა-კითხვის სწავლებისას? რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა შესაძლო ფონოლოგიური სირთულეების პრევენციისთვის ? როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს და როდის არ ამართლებს „დაცდის სტრატეგია“. ამ და სხვა შეკითხვებს ენა-მეტყველების თერაპევტი თიკო ანთიძე უპასუხებს.