ყველა

რეკლამა

კრებული მოიცავს მწერლის ლიტერატურული შემოქმედების ვრცელ პერიოდს, დაწყებულს გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დღემდე. ეს არის დიდი გარდატეხისა და მძიმე განსაცდელის ხანა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. თანამედროვე მსოფლიო, თავისი კატაკლიზმებით, მძაფრად შემოიჭრა ძველ სამყაროში. მწერლის ლიტერატურული ტექსტი არათუ ასახავს ამ ისტორიულ მოვლენებს გარდატეხის ინდივიდუალური ცნობიერების პრიზმაში, თავისი ალეგორიული ფორმით წინასწარ ხედავს კიდევაც მათ.

პუბლიკა

სხეულის ხატის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება და მასზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები. ყველაზე ხშირად კი სწორედ ნაცნობების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა და შენიშვნებმა შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი აზროვნების ჩამოყალიბებაში.

დავით ბუხრიკიძე

სალომე ჯიქიას მიაჩნია, რომ მის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იტალიელმა დირიჟორმა და მუსიკოსმა, ალბერტო ძედამ. პეზაროში მან პირველად მოუსმინა ქართველ სოპრანოს და ურჩია, რომ მისთვის განსაკუთრებით მომგებიანი და ეფექტიანი იქნებოდა მოცარტისა და როსინის საოპერო პარტიები და რეპერტუარიც. სწორედ პეზაროდან და როსინის ფესტივალიდან იწყება სალომე ჯიქიას ევროპული კარიერაც.

პუბლიკა

„პუბლიკა“ წინასაარჩევნოდ გთავაზობთ ბლიცინტერვიუების ფორმატს – 13 კითხვა პოლიტიკოსს. გთავაზობთ ბლიცინტერვიუს გრიგოლ ვაშაძესთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარად იყრის კენჭს.

ბასტი მგალობლიშვილი

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსური დანაშაულის აღკვეთის ქსელიდან (FinCEN) გაჟონილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მსოფლიოში უდიდესმა ბანკებმა დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის ტრანზაქცია განახორციელეს და კრიმინალებს საშუალება მისცეს, შავი ფული მთელი მსოფლიოს ბრუნვაში ჩაეშვათ.

სალომე გორგოძე

ანა თავხელიძემ 2018 წლის ივლისში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებით, სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა. თემა ქართულ სისხლის სამართალში აუცილებელი მოგერიების გენდერულ ანალიზს შეეხებოდა. როგორც ანა გვიყვება, თემის შინაარსიდან გამომდინარე მოლოდინი ჰქონდა, რომ კომისიის წევრებთან ექნებოდა ცხარე, ჯანსაღი დისკუსია, თუმცა, როგორც ამბობს, ამის ნაცვლად კომისიის წევრების მხრიდან პირადი შეურაცხყოფა მოისმინა.

ლიკა ზაკაშვილი

კვლევის მიგნებების ჩამონათვალი ვრცელია. ძირითად ნაწილში საუბარი იყო დისტანციური სწავლების დანერგვის ნაწილში გამოცდილების არქონის გამო გამოწვეულ სირთულეებზე. ერთ-ერთი მთავარი ბარიერი, რესპონდენტების თქმით, ინტერნეტზე წვდომა იყო.

დავით ბუხრიკიძე

ორგანიზატორებს აშკარა სოციალური სელექცია გამოუვიდათ და მხოლოდ „რადისონში“ დაბინავებულ სტუმრებს მიენიჭათ უპირატესობა. მით უმეტეს, რომ ღია საკონცერტო დარბაზი, რომელშიც საფესტივალო კონცერტები იმართება, სწორედ სასტუმროს შემადგენელი ნაწილია.

რეკლამა

„ადამიანები ოდითგანვე ეძებენ სულიერ სამყაროში გამავალ კარს“. საქართველოდან - შორეულ ციმბირში, სამეცნიერო ექსპედიციიდან - ირეალურ კრიმინალურ დრამაში აღმოჩენილი მთავარი გმირი დგება დილემის წინაშე:

სალომე გორგოძე

სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებული ხარვეზები არ უნდა გამხდარიყო სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი. საბჭოს გადაწყვეტილება კი მათი შეფასებით, დაუსაბურთებელი და არაობიექტური იყო.  მათი თქმით, სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი გახდა ისეთი ხარვეზები, რომელთა შემთხვევაშიც საბჭო სხვა დაწესებულებების მიმართ მხოლოდ რეკომენდაციითა და გამოსწორების ვადის მიცემით შემოიფარგლებოდა.

ალექსანდრე ქეშელაშვილი

13 ივნისს კაფე-ბარების ნაწილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ წინა ღამით მათთან პოლიცია მივიდა და დაწესებულებების დაკეტვა მოითხოვა. თუმცა, მანამდე რესტორნების, კაფეებისა და ბარების დახურვაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს არაფერი უთქვამთ, ამიტომ ბარების მფლობელთათვის პოლიციის სტუმრობა მოულოდნელი აღმოჩნდა.

პუბლიკა

ჩემი პოდკასტების ციკლის მეშვეობით შევეცადე მსმენელისთვის გამეცნო ალტერნატიული ფემინისტური აზრი - გადავწყვიტე ეს ციკლი პირადად ჩემთვის ყველაზე ახლობელი იდეოლოგიით, მწვანე ფემინიზმით დამესრულებინა. პირველ რიგში, რომ განვაზოგადოთ, როცა ვსაუბრობთ მწვანე ფემინიზმზე, ვგულისხმობთ კავშირს გარემოსდაცვით საქმიანობასა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას შორის.