ყველა

26 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტში სემესტრი უკვე დაწყებული გვქონდა, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციისამებრ, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ორკვირიანი არდადეგები გამოაცხადა.

სტუმარმასპინძლობის წესები ასეთია – როცა სტუმარი მოდის, შეჰყავთ აბანოში. ხელებისა და ტანის დაბანა ქეიფის წინ აუცილებელი იყო. შემდეგ ათვალიერებინებდენ სასახლეს. როგორც ჩანს, მიჰყავდათ ოდნავ მოშიებამდე, ამის შემდეგ მასპინძელი მოიწვევდა სტუმარს ან სტუმრებს და ეტყოდა – მიირთვით იმდენად, რომ გახდეთ შემძლე, გასცეთ პასუხი ჩემს შეკითხვებს.

ქრისტინე მუჯირი

საზოგადოებრივი  ტრანსპორტი მუშაობს მეზობელ ქვეყნებში, სადაც ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოში. ტრანსპორტი სრულად ან ნაწილობრივი დატვირთით მუშაობს  ევროპის ქვეყნებშიც. მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც პანდემიის ცენტრი იყო და წითელ ზონად გამოცხადდა.

თათია ხალიანი

თითქმის ორი თვეა თელავში მოხალისე გოგოები მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებს საკვებით ეხმარებიან. 8 მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ახლა ის დროა როცა საკუთარი, პატარა ქალაქიდან უნდა დაიწყონ და ერთმანეთის დასახმარებლად გაერთიანდნენ. კრიზისის გამო მათ ირგვლივ ბევრი ადამიანი სამსახურისა და საარსებო შემოსავლების გარეშე დარჩა.

ჰრაბალის რომანებიდან ქართულად ასევე „დიოგენეს“ გამოცემულია და იმავე სულხან მუხიგულაშვილის თარგმნილია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნი „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“. მის მესამე მთავარ ნაწარმოებს „ საგანგებო დანიშნულების მატარებლებს“ კი „დიოგენე“ ამ წლის სექტემბრისთვის გვპირდება.

ლიკა ზაკაშვილი

ინტერნეტი რომ არ აქვს ბავშვს, რა უნდა გააკეთოს სკოლამ? შეუძლია თავისი ბიუჯეტიდან იყიდოს და გადასცეს? ასეთი ინსტრუქცია გინახავთ? თითქოს მარტივი საკითხია, რომ სკოლას შეუძლია თუ არა, რომ ბიუჯეტიდან დაეხმაროს თავის მოსწავლეს. ასეთ საკითხებს ვერ წყვეტს სკოლა და როცა სახელმწიფომ იცის, რომ ვერ წყვეტს, მაშინ თვითონ უნდა დაიწყოს მოგვარება.

პუბლიკა

იმ ყველა სამწუხარო სტატისტიკას შორის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ვირუსის მიერ სიცოცხლის განადგურებას აღწერს, ჩემთვის ეს რიცხვი უფრო თვალშისაცემია. ის ნათელს ჰფენს იმ წარმოუდგენელ ტრაგედიას, რომელიც ზუსტად ჩვენ წინ არის დატრიალებული - მაგრამ გასაოცრად მცირე ყურადღებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.

არასწორი და უსამართლოა რეტროგრადული მოსაზრება, რომ კახეთის მეღვინეობისთვის საბჭოთა კავშირის წლები მთლიანობაში თითქოს დადებითაც უნდა შეფასდეს.

„ჩვენ ყველამ, როგორც ინდივიდებმა, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა. მთავრობა ყველაფერს ვერ დაარეგულირებს და აკრძალავს. ეს საღი აზრისა და კარგი მანერების საკითხია“- ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა და ქვეყანაში 50 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალა. მხოლოდ ეს 3 წინადადება აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შვედეთში კარანტინი არ გამოცხადებულიყო.

ლიკა ზაკაშვილი

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივიღოთ ისეთი მატება შემთხვევების, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება. ამ ამოცანის შესრულების დროს ის მიდგომა კი არ უნდა გამოვიყენოთ, რომ შეკავებით იზოლაციით ჯაჭვები ვწყვიტოთ და საზღვრები არ გავხსნათ, არამედ რეალურად უნდა ვიცოდეთ, რამდენის მართვა შეგვიძლია უმტკივნეულოდ. რა თქმა უნდა შესაძლებელია დარჩეს ის შეზღუდვები, რომელსაც აქვს მაქსიმალური გავლენა ინფექციის გავრცელებაზე და მინიმალური ეკონომიკის დაზარალებაზე.

თათული ჯანჯღავა

კორონავირუსის პანდემიის ეფექტი მსოფლიო ეკონომიკაზე უკვე გამოიკვეთა და გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ჩინეთია. 2020 წლის პირველ კვარტალში მისი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასული წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით უკვე 6,8%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, 1976 წელს მაო ძედუნის სიკვდილით დასრულებული სოციალური და კულტურული რევოლუციის დეკადის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ეს  პირველი ეკონომიკური დაღმასვლაა.

ლიკა ზაკაშვილი

საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაძლო მასშტაბებზე საჯარო დისკუსიებში მონაწილეთა მოსაზრებები ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დაშვება არარეალურია, რადგან საქართველოში კორონავირუსი ფართოდ გავრცელებული არ არის და შეუძლებელია, ქვეყანაში იყოს ბევრი ადამიანი, რომელიც დაავადდა ან ახლაც დაავადებულია კორონავირუსით და მას ჯანდაცვის სისტემა ვერ ხედავდეს.