ყველა

დავით ბუხრიკიძე

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ სათანადო გეგმის შემუშავების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ წერილს ექნება გამოხმაურება და რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.

ქრისტინე მუჯირი

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, ისინი არ არიან მარტო და ხელისუფლების გარდა, რომლის უშუალო ვალდებულებაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, არიან ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებიც მზად არიან, მათ დახმარების ხელი გაუწოდონ მაშინ, როცა ეს ძალიან სჭირდებათ. 

პუბლიკა

 „პუბლიკას“ ტექსტი სასულიერო პირმა მიაწოდა, რომელსაც ანონიმად დარჩენა სურს. ტექსტი ერთგვარი სატირაა დღეს ეკლესიაში არსებული ვითარების შესახებ. 

შარშანდელ წილხვდომილობას – აწ უკვე საერო კანონმდებლობით განმტკიცებულს – ისტორიულ სომხეთში, ქალაქ ყარსთან შევხვდით. არა, ყარსის (ჩვენებურად, კარის) მონახულებას არ ვაპირებდით, მაგრამ კოლადან ჩრდილის ციხისკენ მიმავალმა მიკროავტობუსმა არასწორ ადგილას გადაუხვია და მხოლოდ სომხეთის ზეგნის უცხო, კუშტმა პეიზაჟმა მიგვახვედრა, რომ გზა აგვრეოდა და საქართველოში აღარ ვიყავით.

ლიკა ზაკაშვილი

რა საკითხებია მნიშვნელოვანი, როცა ტრანსპორტის აღდგენის გეგმაზე ვსაუბრობთ  და რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან ტრანსპორტში ქცევის წესებზე წინასწარი კომუნიკაცია – ამ და სხვა საკითხებზე „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს ვესაუბრეთ.

26 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტში სემესტრი უკვე დაწყებული გვქონდა, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციისამებრ, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ორკვირიანი არდადეგები გამოაცხადა.

სტუმარმასპინძლობის წესები ასეთია – როცა სტუმარი მოდის, შეჰყავთ აბანოში. ხელებისა და ტანის დაბანა ქეიფის წინ აუცილებელი იყო. შემდეგ ათვალიერებინებდენ სასახლეს. როგორც ჩანს, მიჰყავდათ ოდნავ მოშიებამდე, ამის შემდეგ მასპინძელი მოიწვევდა სტუმარს ან სტუმრებს და ეტყოდა – მიირთვით იმდენად, რომ გახდეთ შემძლე, გასცეთ პასუხი ჩემს შეკითხვებს.

ქრისტინე მუჯირი

საზოგადოებრივი  ტრანსპორტი მუშაობს მეზობელ ქვეყნებში, სადაც ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოში. ტრანსპორტი სრულად ან ნაწილობრივი დატვირთით მუშაობს  ევროპის ქვეყნებშიც. მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც პანდემიის ცენტრი იყო და წითელ ზონად გამოცხადდა.

თათია ხალიანი

თითქმის ორი თვეა თელავში მოხალისე გოგოები მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებს საკვებით ეხმარებიან. 8 მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ახლა ის დროა როცა საკუთარი, პატარა ქალაქიდან უნდა დაიწყონ და ერთმანეთის დასახმარებლად გაერთიანდნენ. კრიზისის გამო მათ ირგვლივ ბევრი ადამიანი სამსახურისა და საარსებო შემოსავლების გარეშე დარჩა.

ჰრაბალის რომანებიდან ქართულად ასევე „დიოგენეს“ გამოცემულია და იმავე სულხან მუხიგულაშვილის თარგმნილია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნი „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“. მის მესამე მთავარ ნაწარმოებს „ საგანგებო დანიშნულების მატარებლებს“ კი „დიოგენე“ ამ წლის სექტემბრისთვის გვპირდება.

ლიკა ზაკაშვილი

ინტერნეტი რომ არ აქვს ბავშვს, რა უნდა გააკეთოს სკოლამ? შეუძლია თავისი ბიუჯეტიდან იყიდოს და გადასცეს? ასეთი ინსტრუქცია გინახავთ? თითქოს მარტივი საკითხია, რომ სკოლას შეუძლია თუ არა, რომ ბიუჯეტიდან დაეხმაროს თავის მოსწავლეს. ასეთ საკითხებს ვერ წყვეტს სკოლა და როცა სახელმწიფომ იცის, რომ ვერ წყვეტს, მაშინ თვითონ უნდა დაიწყოს მოგვარება.

პუბლიკა

იმ ყველა სამწუხარო სტატისტიკას შორის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ვირუსის მიერ სიცოცხლის განადგურებას აღწერს, ჩემთვის ეს რიცხვი უფრო თვალშისაცემია. ის ნათელს ჰფენს იმ წარმოუდგენელ ტრაგედიას, რომელიც ზუსტად ჩვენ წინ არის დატრიალებული - მაგრამ გასაოცრად მცირე ყურადღებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.