ადამიანის უფლებები

„გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, - ამ სიტყვების ავტორი დეპუტატი და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძეა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. „იბერიის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა პოლიტიკოსის ამ საფიქრალს გამოსავალი მოუძებნეს და სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ყოფილ დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება და კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაუხადოს.

პუბლიკა

ჰომო/ბი/ტრანსფობია ქვიარების ყოველდღიურობის ნაწილია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ბოლო დღეებში გახდა, როდესაც მოქალაქეები სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმებბზე ალაპარაკდნენ - „თავდასხმა პარკში მაისურის ფერის გამო“; „დაპირისპირება მეტროში საყურის გამო“; „თავდასხმა ფერადი ჩანთის გამო“ - ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების სამიზნე არამხოლოდ ქვიარები, არამედ ისინიც ხდებიან, ვისი ჩაცმის სტილი თუ გარეგნული მახასიათებლები ძალადობრივ ჯგუფებს არ მოეწონებათ.

პუბლიკა

კომპანია „სილქტნეტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი სასამართლო დავას იწყებს. სასამართლომ წარმოებაში მიიღო კომპანიიდან გათავისუფლებული 9 ადამიანის ინდივიდუალური სარჩელი. პირველი სასამართლო პროცესი კი 10 თებერვალს უნდა გაიმართოს.

ქრისტინე მუჯირი

„ჩვენი გულისწყრომის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ იმაზეც არ იფიქრა, რომ მის რიტორიკაში გაჟღერებულიყო, რომ ის არამხოლოდ ერთი რელიგიური თემის და ერთი ან ეთნიკური თემის ხელისუფლება, არამედ მთელი ქვეყნის ხელისუფლებაა. ეს არის გულდასაწყვეტი“, - გვითხრა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ.

პუბლიკა

სოციალურ საცხოვრისში ბინადარი ოჯახების გამოკითხვა აჩვენებს, რომ რესპონდენტების უსახლკარობის ყველაზე ხშირი მიზეზი სესხი და საბანკო დავალიანებაა: გამოკითხულთა 34.5%-სთვის უსახლკარობის მიზეზს ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო მაღალ პროცენტში აღებული საბანკო კრედიტის გადაუხდელობის ან კერძო მევახშესთან დადებული იპოთეკური ხელშეკრულების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვა წარმოადგენს;

ბასტი მგალობლიშვილი

2018 წლის ზამთარში ხარაგაულის სოფელ ანეულას მე-7 გვირაბში მომხდარი აფეთქების დროს ნიკოსთან ერთად მისი კოლეგა - ფირუზ გოგნაძეც იმყოფებოდა. ისინი ნეკნების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფირუზ გოგნაძეც, ნიკო კაკიაშვილის მსგავსად, მუშაობას ვეღარ ახერხებს და გადაადგილებაც უჭირს. ამბობს, რომ ოჯახს თავი საქონლის მოვლით გააქვს.

ფრაგმენტული, უგუნური, პოპულისტური მიდგომა – ასე აფასებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, როდესაც ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა განუხორციელებულია, ამ პირობებში ისევ სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება კვლავ ფრაგმენტულ, ზედაპირულ მიდგომებს არჩევს და სისტემურ მიდგომებზე ყურადღებას არ ამახვილებს

ქეთი გოგუაძე

სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საბჭოს დებულებაში ცვლილების მოსამზადებლად შეიკრიბა, უკვე ჩამოაყალიბა ის საკითხები, რომელთა მოგვარება, მათი პოზიციით, აუცილებელია საბჭოს ქმედუნარიანობისა და ეფექტურობის გასაზრდელად.

თათია ხალიანი

„2014 წელს, სოფელ ლამბალოში ხანუმ ჯეირანოვა ოჯახის ახლობლებმა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით სასტიკად სცემეს, სოფელში ჩამოატარეს, რა დროსაც მან გონება რამდენჯერმე დაკარგა. მეორე დღეს კი ის გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში. ამის გამო არავინ დასჯილა. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სათანადო გამოძიება, „

პუბლიკა

3 თებერვალს გათავისუფლებული „ფორმულას“ ოპერატორები ყოფილი დამსაქმებლისგან თითქმის ორი კვირის განმავლობაში კომპრომისულ ნაბიჯს ელოდნენ. ისინი ათ დღეზე მეტია, ტელევიზიის შენობასთან ყოველდღიურად იკრიბებიან.